“ბრაიტონმა” 30 მილიონ ევროდ ფერდი ქადიოღლუ შეიძინა

“ბრაიტონმა” “ფენერბაჰჩედან” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ განაპირა მცველი, ფერდი ქადიოღლუ შეიძინა.
24 წლის თურქმა “თოლიებთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქადიოღლუ თურქეთის ნაკრების რიგებში 2019 წლიდან ასპარეზობს.
ფერდიმ გასულ სეზონში თურქეთის ჩემპიონატში 3 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.