ბრაიზა: პრობლემები აშშ-სა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება, უკრაინა არაფერ შუაშია

როგორც წესი, დაახლოებით, ამ დროისთვის უკვე გაჟღერდებოდა მისალოცი გზავნილი. თუმცა, ის, რაც ახლა მოხდა, ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ნამდვილად შიშობს, რომ [საქართველოს] არ იყო თავისუფალი და სამართლიანი… ძალიან დიდი სიმბოლური ესკალაციაა, როდესაც განცხადებები სახელმწიფო დეპარტამენტიდან პრეზიდენტის დონემდე ავიდა. ეს საკმაოდ უჩვეულოა

საქართველოს მთავრობის ასეთი განცხადებები [თითქოს პრობლემა საქართველოსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომის გამო არსებობს და როგორც კი ომი დასრულდება, მხარეები ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ] პროპაგანდაა ქართული ოცნების მხრიდან. ეს იმავე პროპაგანდის ნაწილია, როდესაც მათ დანგრეული უკრაინის ფოტოები და საქართველოს მშვიდობიანი ფოტოები ერთად გამოაქვეყეს. ისინი შიშზე დაფუძნებულ ტაქტიკას მიჰყვებიან. ყველამ იცის, რომ აქამდე ისინი ამბობდნენ, თითქოს ამერიკა ცდილობდა ისინი ომში ჩაეთრია – ეს სრულიად სასაცილო ტყუილებია. ამერიკას არასდროს ენდომება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, რაში უნდა დასჭირდეს ამერიკას საქართველო, რა სამხედრო შესაძლებლობების მოტანა შეუძლია მას ისეთის, რაც იმაზე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ის, რაც უკრაიანას შეუძლია, ევროპულ და ამერიკულ რაკეტებთან ერთად? ასე რომ [პასუხია] არა! თუ ში ს ომი დასრულდება, ეს პრობლემა არ იარსებებს. მაგრამ პრობლემები ამერიკასა და საქართველოს, ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოშივე იქმნება
განაცხადა -ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ამერიკის ხმასთან საუბარში.
*არჩევნების შემდეგ, პრემიერმა მ თქვა, რომ “რეალურად, სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით ურთიერთობების გადატვირთვას” და ეს უკრაინაში ომის, შესაძლო, დასრულებას დაუკავშირა.