ბრაიზა არჩევნებზე: არ მახსენდება შემთხვევა, როცა ეუთო ან EU ვინმეს აიძულებდეს გამოძიებას

“ეს საკმაოდ უჩვეულოა. უცებ დაფიქრებისას არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც ეუთო, ან ევროკავშირი ვინმეს აიძულებდეს რამის გამოძიებას…ქართულ ოცნებას რომ ყველაფრის წარმოჩენა სურდეს და დასამალი არაფერი ჰქონდეს, მაშინ ისინი მიიღებდნენ ეუთო/ოდირს, ან ამის გაკეთება შეუძლია ევროპული ოჯახის რამდენიმე წარმომადგენლობას. მაგალითად, საპარლამენტო ასამბლეა, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ლოგიკური არჩევანი იქნებოდა. შესაძლოა [დასავლეთისგან] იყოს ზეწოლა, რომ მოხდეს გამოძიება, რომელიც შესაძლოა მთავრობას არც უნდოდეს” – განაცხადა -ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ამერიკის ხმასთან საუბარში.