ბრაიან მასტი: რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად არ განვიხილავთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა “რადიო თავისუფლებასთან” განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ს მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად არ განიხილავს.
“არ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ბუფერულ ზონად განვიხილავთ, ისეთ სივრცედ, რომელსაც დავთმობთ ან შეველევით, არაფერი ამის მაგვარი”, – უთხრა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.
ამასთან, მასტი ამბობს, რომ სამყარო ორ ბილიკად დაიყო, სადაც ერთ მხარეს , NATO, ევროკავშირი და ა, მეორე მხარეს კი – ჩინეთი და რუსეთი.
“სამყარო ორ ბილიკად დაიყო და ამ ოთხი წლის ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდება… ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ამერიკის, NATO-ს, ევროკავშირისა და ისრაელის გზა ბევრად ძლიერია. რუსეთისა და ჩინეთის გზა? მალე აღარავის მოუნდება იმ ბილიკზე სიარული. ჩვენი გზა იქნება სწორი, ძლიერი – და ამას ყველა დაინახავს”, – აღნიშნა მან.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ საქართველოს გაძლიერება აშშ-ს მეტად უბიძგებს პარტნიორობისკენ.