ბრაიან მასტი: ამ აქტით სანქციები დაუწესდებათ რეჟიმის მაღალჩინოსნებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური კურსისთვის ძირის გამოთხრისთვის

მე მხარს ვუჭერ ბატონი ვილსონის მიერ წარდგენილ აქტს, რადგან ის ასახავს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მიდგომას საქართველოში. ამ აქტით სანქციები დაუწესდებათ რეჟიმის მაღალჩინოსნებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური კურსისთვის ძირის გამოთხრისთვის. […] MEGOBARI აქტი საქართველოს ალტერნატივასაც სთავაზობს: როგორც კი პრეზიდენტი ჩათვლის, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ ტრაექტორიას, ის მათ პირდება გაძლიერებულ კავშირს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის, სამხედრო თანამშრომლობას და გაუმჯობესებულ ორმხრივ თანამშრომლობას. -მ უნდა დააჯილდოვოს პარტნიორები კარგი ქცევისთვის. ეს აქტი არ არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, არამედ მისი მიზანია დაეხმაროს [ქართველ ხალხს] ზიანის მომტანი მაღალჩინოსნების დასჯით, რომლებიც მათ -ს აშორებენ, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ბრაიან მასტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტის განხილვის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება საქართველოსაც – დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს