“ბრაზი, რისხვა და წინააღმდეგობა” – კულტურის სფეროს წარმომადგენლების და პატიმრების ოჯახის წევრების აქცია

კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ. მსახიობები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, მწერლები და მუსიკოსები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
აქციას ასევე შეუერთდნენ პატიმრების მშობლები.
აქციის მონაწილეებმა გაშალეს ახალ წელს, რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს გაშლილი მაგიდის სუფრა, რომელზეც დატოვებულია პროტესტზე მყოფი მოქალაქეების წარწერები – “ არ გავჩერდეთ”, “საით მივდივართ? ევროპაში”! “რუსული რეჟიმის საბოლოო დასასრული საქართველოში და გამარჯვება!”, “ საქართველო პრორუსი ხელისუფლების გარეშე” .
კიდევ ერთ ბანერზე წერია -“მხოლოდ ეს პასუხი დაგვრჩა: ბრაზი, რისხვა და წინააღმდეგობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს