ბრაზილიურ ყავაზე ტარიფების მოხსნის შესახებ ინფორმაციამ არაბიკა მკვეთრად გააიაფა

ყავის ფასები ეცემა მას შემდეგ, რაც -მა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის იმპორტზე დამატებითი ტარიფები მოხსნა.
არაბიკას ფიუჩერსები ნიუ-იორკში ვაჭრობისას 3.9%-ით და ფუნტზე 3.9 დოლარამდე დაეცა. რობუსტას ფიუჩერსები 5%-ით გაიაფდა და ტონაზე 4,400 დოლარი შეადგინა.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შემცირდა ტარიფები ბრაზილიიდან ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, მათ შორის ყავასა და საქონლის ხორცზე. დამატებითი 40%-იანი ტარიფი ივლისის ბოლოს დაწესდა.