ბრაზილიის ცნობით, ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი

ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი – ეკონომიკური ბლოკის, რომელიც 2009 წელს შექმნეს რუსეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ჩინეთმა. ეს განცხადება 6 იანვარს გააკეთა ბრაზილიის მთავრობამ – მიმდინარე წელს ბრაზილიაა BRICS-ის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო.
BRICS-ში გაწევრიანების მზადყოფნა ჯაკარტამ ოქტომბერში გამოთქვა, რუსეთში, ყაზანში გამართულ სამიტზე. მოსახლეობის რიცხოვნობის მხრივ ინდონეზია მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, მაგრამ მისი ეკონომიკა ამჟამად უმსხვილესი ეკონომიკების ათეულშიც არ შედის.
ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ორგანიზაციაში სრული წევრის სტატუსი მიიღო. იანვრიდან BRICS-ის პარტნიორები გახდნენ მალაიზია და ტაილანდი, უწინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაც ამ სტატუსს მიიღებდა.
ჯაკარტას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, პოლიციელზე თავდასხმის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო ტარების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა – პროექტი ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს