ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს

The Athletic-ის ცნობით, დორივალ ჯუნიორის გათავისუფლების შემდეგ, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია (CBF) მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამ კანდიდატს განიხილავს. ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი კარლო ანჩელოტია, რომელსაც “რეალთან” კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მასთან შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთის კლუბის “ალ-ჰილალის” პორტუგალიელ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუსთანაც, რომელიც მზად არის, “სელესაო” ახლავე ჩაიბაროს.
კიდევ ერთი კანდიდატი ბრაზილიელი აბელ ფერეირაა, რომელმაც სახელი “პალმეირასში” კარგი მუშაობით გაითქვა.
შეგახსენებთ, რომ დორივალ ჯუნიორი არგენტინასთან 1:4 განადგურების შემდეგ გადააყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში