ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან მომხდარ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიის დედაქალაქის ცენტრში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქებები ბრაზილიის დედაქალაქის ცენტრში მიხდა, სადაც უზენაესი სასამართლო, პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლეა განთავსებული.
ამასთან, აფეთქებების შემდეგ უზენაესი სასამართლოს შენობის ევაკუაცია განხორციელდა.
გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, აფეთქებები მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა სასამართლოში შესვლა სცადა და შეაჩერეს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ცხედარი შენობის გარეთ აღმოაჩინეს, მაგრამ დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
სამართალდამცავები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია