ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ ელჩის უკან გაწვევას წინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩის დაბარება უსწრებდა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც ლულამ ღაზაში ისრაელის ომი ჰოლოკოსტს შეადარა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ლულა ისრაელში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოუწოდა, რომ თავისი კომენტარი უკან წაეღო.