ბრაზილიის პრეზიდენტი G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ მას არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა G20-ის სამიტზე ს პრეზიდენტ ს მიწვევას აპირებს, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ მას არ დააპატიმრებენ. ამის შესახებ ლუის ინასიო ლულა და სილვამ ბერლინში, გერმანია-ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა.
„დააკავებენ თუ არა როცა ჩამოვა? შეიძლება კი, შეიძლება – არა. ამას სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტს. ეს არ არის ჩემს კომპეტენციაში“, – განაცხადა ლულამ.
შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი რიო დე ჟანეიროში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლულა ამბობს, რომ მას სურს პუტინის ნახვა „დიდი ოცეულის“ სამიტზე თავის ქვეყანაში. თავიდან ის აცხადებდა, რომ ს პრეზიდენტს ბრაზილიაში არ დააპატიმრებდნენ, მაგრამ მალევე ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სასამართლო ორგანოებს გადასცა.