ბრაზილიის პრეზიდენტი – მზად ვართ, ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმებას ხელი დღესვე მოვაწეროთ

მზად ვართ, ევროკავშირსა და მერკოსურს შორის შეთანხმებას ხელი დღესვე მოვაწეროთ, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ მერკოსურის შეთანხმებას ხელი დღესვე მოვაწეროთ, მაგრამ საფრანგეთს ფერმერებთან გარკვეული პრობლემები აქვს“, – განაცხადა ლულამ.
ლულამ აღნიშნა, რომ შეთანხმება ორივე მხარეს ესაჭიროება და საფრანგეთის პოზიციამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კაჭარავა – თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს