ბრაზილიის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი ცდილობს, მსოფლიოს იმპერატორი გახდეს

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, -ის პრეზიდენტი, ცდილობს, „მსოფლიოს იმპერატორი“ გახდეს.
„ის ცდილობს გახდეს მსოფლიოს იმპერატორი. ის ცდილობს, ყველა ქვეყანის საქმესა და ყველა საჯარო პოლიტიკაში ჩაერიოს”, – აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
მან დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.
ამასთან, ლულას თქმით, შეერთებული შტატები ბრაზილიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მისგან მეგობრობის უფრო დიდ ჟესტების ხილვა სურს.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს პროტექციონიზმი შეჩერდეს“, – განაცხადა ლულამ ვაშინგტონის მიერ ბრაზილიურ პროდუქტებზე, მათ შორის ფოლადზე, გამოცხადებულ ტარიფებზე საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა