ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„გამოვლენილია დეტალური გეგმა სახელწოდებით „მწვანე და ყვითელი ხანჯალი“, რომელიც უნდა შესრულებულიყო 2022 წლის 15 დეკემბერს“, – აცხადებს ბრაზილიის პოლიცია.
პოლიციის ცნობით, ოპერაციის სამიზნეები 2022 წლის ბრაზილიის საპრეზიდენტო ს შედეგად ახლად არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა და ვიცე-პრეზიდენტი, ჯერალდო ალკმინი იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა სამხედრო მოსამსახურეა, რომელთაც სპეციალური სამხედრო მომზადება აქვთ გავლილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა