„ბრაზილიიდან შემოსულ ქათამს ვერ ვუწევთ კონკურენციას, ძვირი გვიჯდება წარმოება“

ქართველი მეფრინველეები, ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათამსა და მის ნაწარმს ფასის ნაწილში კონკურენციას ვერ უწევენ. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, საქართველოს ბრაზილიასთან შედარებით გაცილებით ძვირი უჯდება ქათმის გაზრდა და ხორცის წარმოება, შესაბამისად, ფასი ადგილობრივს უფრო მეტი აქვს, ვიდრე იმპორტულს.
„ჩინეთიდან გაყინული ქათამი იმდენად არ შემოდის, რამდენიც გაყინული ქათმის ნაწარმი. ყველაფერს ვყიდულობთ, არაფერზე სუბსიდირება არ არის, ადგილობრივად ძვირი გვიჯდება ქათმის წარმოება, შესაბამისად, ბრაზილიიდან შემოსულს ჩვენ ვერანაირად ვერ ვუწევთ კონკურენციას. სიმინდი, ხორბალი, სოიო მსოფლიოში ძირითადად ბრაზილიურია და ხორცის წარმოებაშიც ბრაზილია ისეა გაძლიერებული, რომ ვერანაირად ვერ ვუწევთ კონკურენციას“, – აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.

ვრცლად bpn.ge