ბრაზილიელმა მილიარდერმა მთელი ქონება ნეიმარს დაუტოვა – გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელმა უცნობი ბიზნესმენისგან დაახლოებით, 1,1 მილიარდ დოლარს მიიღებს.
· ბრაზილიური გამოცემა RIC-ის ცნობით, ანდერძი პორტო-ალეგრეს ოფისში გაფორმდა და ახლა ის ბრაზილიის სასამართლომ უნდა დაამტკკიცოს.
თავად ნეიმარს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ანდერძს შესაძლოა, იურიდიული გართულებები მოჰყვეს, მაშინაც კი, თუ ის სასამართლოს მიერ დამტკიცდება.
როგორც მედია წერს, ანდერძის ავტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
· ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიზნესმენმა ნეიმარი მემკვიდრედ იმიტომ აირჩია, რომ ფეხბურთელი თავის თავს ახსენებდა: ამბობენ, რომ ის აღფრთოვანებული იყო ნეიმარის მჭიდრო ოჯახური კავშირებით, განსაკუთრებით მოთამაშის ურთიერთობით მამასთან.
2012 წელს, France Football-მა ნეიმარს მსოფლიოს უმდიდრეს ფეხბურთელთა რეიტინგში მე-13 ადგილი მიაკუთვნა. რეიტინგში პირველ ადგილს ლიონელ მესი, მეორეს დეივიდ ბეკჰემი, ხოლო მესამეს კრიშტიანუ რონალდუ იკავებდნენ. ნეიმარის საერთო შემოსავალმა, რეიტინგის მიხედვით €13.8 მილიონი ევრო შეადგინა.
2019 წელს Forbes-მა ნეიმარი მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა (ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) 105 მილიონი დოლარის შემოსავლით. 2024 წლის მონაცემებით, ალ-ჰილალში ნეიმარის წლიური ხელფასი შეადგენს 199 მილიონ ევროს, რაც მას მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.
ambebi.ge
