ბრაზილია რუსული ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორი გახდა – Financial Times

2023 წელს ბრაზილიამ დან 6,1 მლნ ტონა დიზელის საწვავი შემოიტანა, რაც 60-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (101 000 ტონა). მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, დოლარში საწვავის ღირებულება $95 მლნ-დან $4,5 მლრდ-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Financial Times წერს.
ქვეყანამ ასევე გაზარდა საწვავის შესყიდვები რუსეთიდან: შარშან იმპორტი, წინა წლის 1,1 მლრდ-დან, $5,3 მლრდ-მდე გაიზარდა.
Kpler-ის თანახმად, ოქტომბერში ბრაზილიამ თურქეთს გაუსწრო და რუსული დიზელის უმსხვილესი მყიდველი გახდა, ხოლო დიზელის იმპორტის ზრდა გასულ წელს ნიშნავს, რომ რუსეთმა გადაუსწრო -ს, როგორც ბრაზილიაში საწვავის უმსხვილესმა მიმწოდებელმა.
სანქციების გამო მოსკოვი ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს შეღავათიან ფასებში ყიდის. ბრაზილიაში შესყიდვები ნებადართულია სანქციების რეჟიმში, თუ ის შეესაბამება საზღვაო გადაზიდვის რეგულაციებს.
„ბრაზილიამ იპოვა შესაძლებლობა მიიღოს რუსული საქონელი ფასდაკლებით. იგივე ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც ინდოეთია“, – აცხადებს FT-სთან გეტულიო ვარგასის ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა ოლივერ სტუნკელმა.
რუსული ნავთობის იმპორტის ზრდამ ბრაზილიაში შეიძლება გააძლიეროს ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბრაზილია ომში რუსეთის მომხრეა. დეკემბერში რუსეთი ბრაზილიის დიზელის მთლიანი იმპორტის 85%-ს შეადგენდა; 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 50% იყო.