ბრაზილია ვენესუელასთან და გაიანასთან საზღვრებს აძლიერებს

ბრაზილია ვენესუელასთან და გაიანასთან საზღვრებს აძლიერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ბრაზილიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბრაზილიის ჩრდილოეთ საზღვრისკენ სამხედრო სატვირთო მანქანებისა და ჯავშანტექნიკის კოლონა დაიძრა. ასევე, ადგილობრივი გარნიზონი 600 ჯარისკაცამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, 2023 წლის 3 დეკემბერს, ვენესუელაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც ამომრჩეველთა 95%-მა გაიანას ესეკიბოს რეგიონის მიერთებას მხარი დაუჭირა.
მოგვიანებით, ვენესუელა და გაიანა შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ძალას არ გამოიყენებდნენ. გასულ კვირას, ბრაზილიის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე, ვენესუელამ პირობა დადო, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მხოლოდ დიპლომატიას გამოიყენებს.