ბრაზილია აკრიტიკებს გაეროს უშიშროების საბჭოს “პარალიზებულობას” ღაზის და უკრაინის საკითხებზე

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 თებერვალს, დიდი ოცეულის (G20) შეხვედრის გახსნაზე გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს “პარალიზებულობა” ღაზაში და უკრაინაში მიმდინარე ომებთან დაკავშირებით.
“მრავალმხრივი ინსტიტუციები არ არიან სათანადოდ აღჭურვილები ამჟამად შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორც ეს გამოჩნდა უშიშროების საბჭოს მიუღებელი პარალიზებულობით მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით” – განაცხადა მაურო ვიეირამ ორდღიანი შეხვედრის გახსნისას.
დიდი ოცეულის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანა ბრაზილია ხდება, შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობს, მასში მონაწილეობენ მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წამყვანი დიპლომატები. შეხვედრის თემებია სიღარიბე, კლიმატის ცვლილებები და გაღრმავებული გლობალური დაძაბულობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა