ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ამჟამად ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.
მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.
შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 270-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს, თანხები რომ ჩაურიცხოს – კომფორტულად იღებენ ფულს, რომელიც, სხვა მხრივ, რომ ჰკითხო, მიუღებელია – პაპუაშვილი

ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე