ბრაზილიაში ტორნადოს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტორნადომ ბრაზილიის სამხრეთში მდებარე პარანას შტატს დაატყდა, რის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 437 დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველაზე მეტად ქალაქი რიუ ბონიტუ დუ იგუასუ დაზარალდა, სადაც ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ტორნადოს გამო პარანას შტატიდან 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„პარანას მოსახლეობის დახმარებასა და მათთვის ყველა საჭირო დახმარების გაწევას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ლულამ.




