ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები ორი დღის განმავლობაში ვაჭრობის, კლიმატური ცვლილებებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
ღონისძიების გახსნისას ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ კლიმატური ცვლილებების გამანადგურებელ ეფექტზე გაამახვილა ყურადღება და მსოფლიო ლიდერებს გლობალური დათბობისა და სიღარიბის აღმოსაფხვრელად ქმედებისკენ მოუწოდა.
ამ მიზნით, ბრაზილიის პრეზიდენტმა წარადგინა გლობალური ალიანსი, რომელსაც აფრიკის კავშირის და ევროკავშირის 81-მა ქვეყანამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე, ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა მხარდაჭერა გამოუცხადა და სწორედ აღნიშნული პრობლემების დასაძლევად კოორდინირებულ ძალისხმევას აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა