ბრაზილიამ ყაზახეთს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა

ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა ყაზახეთში 25 დეკემბერს ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბრაზილიის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს, საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად“, – ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ყაზახეთმა ქალაქ აქტაუში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის, Embraer 190-ის შავი ყუთები ბრაზილიაში გაგზავნა. შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობის მისაღებად ბრაზილიაში ჩავიდნენ სპეციალისტები დან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.
თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 დაიღუპა. მედიასაშუალებები აზერბაიჯანულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს. მან კატასტროფა ქალაქ აქტაუში ავარიული დაშვებისას განიცადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

თაზო დათუნაშვილი – კომიკური და უდიდესი უტიფრობაა, რომ ერთი ხელით დანაშაულს სჩადის მთელი ძალოვანი სისტემა „ქურდული სამყაროს“ დახმარებით და მეორე ხელით თავისი შემოქმედების გამოძიებას იწყებს