ბრაზილიამ განბლოკა სოციალური ქსელი X-ი, რისთვისაც მასკმა 5 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა გადაიხადა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განბლოკა სოციალური ქსელი X-ი (ყოფილი ტვიტერი) მას შემდეგ, რაც ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა გადაიხადა ფულადი ჯარიმა – 28,6 მილიონი რეალი (5,1 მილიონი დოლარი). ეს გამომდინარეობს სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზიდან. მასში ნათქვამია, რომ მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა “სოციალური ქსელის საქმიანობის აღდგენის ნებართვა გასცა.”

X-ის განბლოკვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოციალური ქსელი დასთანხმდა, შეესრულებინა ბრაზილიის ხელისუფლების მოთხოვნები. კერძოდ, დაბლოკოს რამდენიმე პროფილი, რომლებიც, მთავრობის თქმით, 2022 წლის საპრეზიდენტო ს შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და დანიშნოს ადგილობრივი წარმომადგენელი.
წლის დასაწყისში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა იმ “ექაუნთების” დაბლოკვა, რომლებიც ეჭვმიტანილია “ფეიკების” და “სიძულვილის” გავრცელებაში. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, სასამართლოს პრეტენზიები ძირითადად ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების “ექაუნთებზე” აისახა.

X-ის მფლობელმა ილონ მასკმა მორაესის პრეტენზიებს ცენზურა უწოდა და დახურა სოციალური ქსელის ოფისები ბრაზილიაში, მაგრამ ქვეყნის მცხოვრებლებს კვლავ აქვთ წვდომა პლატფორმაზე. ამის შემდეგ, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ დააყადაღა სატელიტური კომუნიკაციების კომპანია Starlink-ის ადგილობრივი საბანკო ანგარიშები, რომელთა 40 პროცენტი მასკის კუთვნილებაა.
სასამართლო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო აგვისტოს ბოლოს ბრაზილიაში სოციალური ქსელი X-ი დაიბლოკა. მასკმა მოსამართლე მორაესს “მოსამართლის მანტიამოსხმული ბოროტი დიქტატორი” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი