ძალიან დიდი ფსონი დადო ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ამ ფორმით გამოყოფით. უკრაინა ამ თანხებს მიიღებს არა რუსების მიერ ევროკავშირში გაყინული აქტივებიდან, (რაც თავიდან თითქოს ასე იყო განზრახული) არამედ ევროკავშირის ბიუჯეტის სახსრებიდან (ალბათ, ბონდებს გამოუშვებენ). უკრებს ფულის დაბრუნება უწევს , თუ რუსეთი უკრაინას გადუხდის რეპარაციებს! ორბანის და ფიცოს ბრძოლამ, ევროკავშირს ხელი არ ეხლო ევროპაში გაყინული რუსეთი თანხებისთვის, ვერ დაბლოკა უკრაინისთვის სახსრების გამოყოფა. ჩემი აზრით, რუსებსთვის უარესი მოხდა, ევროპელებმა უკრაინას ათობით მილიარდი პუტინისთვის ყველა ცუდი სქემით მისცეს. საქმე იმაშია, რომ თუკი უკრაინას რუსული აქტივებიდან მისცემდნენ ფულს, ევროპელებს შეეძლოთ ხელის დაებანათ, ეთქვათ, რომ ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ, ფული მოგეცით და დანარჩენი უკრაინის და აშშ-ს საქმეაო. ახლა კი, თუ ევროპის ქვეყნებს ამ თანხების დაბრუნება სურთ, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა რუსეთმა უკრაინასთან ომში არ გაიმარჯვოს და მას უკრაინისთვის რეპარაციების გადახდა მოუწიოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში უჩნდება უკრაინას ევროპელებისთვის ვალის გადახდის ვალდებულება და შესაძლებლობა! შესაბამისად, უკრაინისთვის კრედიტის ამ ფორმით გამოყოფით ევროკავშირის არამარტო უსაფრთხოების, არამედ ფინანსების ბედი ამ ომში, მინიმუმ, უკრაინის არდამარცხებას კიდევ უფრო გადაეჯაჭვა, რაც ევროპას უკრინის დასახმარებლად დამატებითი აქტივობებისკენ უბიძგებს, ეს კი დამატებითი შანსია უკრაინისთვის! ე.ი. “ბრავო” ორბანს, უკრაინას ერჩოდა და რუსეთს ისე “დაეხმარა”, რომ მოსკოვში ალბათ კბილებს აღრჭიალებენ!




