“”ბრავო”, გამოსკოვებულ ქართველებს” – რას წერს იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა ახალ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მაინც გაიხსნება საზღვარი და პროპაგანდით შთაგონებულ ზიზღს ბოლო მოეღება.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
ნიუ იორკს არ აქვს ასეთი ქართული რესტორანი და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ქართული ესთეტიკა. თბილისშიც კი.
თუმცა მე არ მიკვირს.

მოსკოვის გემოვნება და სიმდიდრე კოსმიურია, ხარჯვაც რუსულად იციან, ქართული კულტურა კი უყვართ და ქართველებმაც არ შეირცხვინეს თავი.
‘ჩამორჩენილი’ მოსკოვი, რომლის უსირცხვილო სიმდიდრეზე ჩურჩულით ლაპარაკობს მსოფლიო.

მაინც გაიხსნება საზღვარი და პროპაგანდით შთაგონებულ ზიზღს, მოეღება ბოლო.
გადახედეთ მენიუს და ინტერიერებს, კულტურული შოკია.
ბრავო, გამოსკოვებულ ქართველებს, ეს არის ქართული სამზარეულოს ესთეტიკის ზეიმი.”- წერს იუნა შაფათავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა