ბჟანია: სოხუმის აეროპორტიდან ფრენები რუსეთის 7 ქალაქში შესრულდება

ოკუპირებული ს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტიდან ფრენები ს 7 ქალაქში შესრულდება.
მისი განცხადებით, ეს ქალაქებია: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, სოჭი და კრასნოდარი. 5 ქალაქიდან ფრენები თბილისშიც სრულდება, კრასნოდარის აეროპორტი კი, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უსაფრთხოების მიზეზით დაკეტილია.
რუსული მედიის ცნობით, ფრენებს, სავარაუდოდ, არ შეასრულებენ ის ავიაკომპანია, რომლებიც ახლა საქართველოს მიმართულებით დაფრინავენ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ დასავლეთის ქვეყნები დაასანქცირებენ.
სოხუმის აეროპორტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საერთაშორის აეროპორტად არ აღიარებს. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან პირველი საცდელი ფრენა ივლისში შესრულდება.