ბჟანია ისევ მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები იგეგმება სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.
ბჟანიას დელეგაციაში ასევე შედის ე.წ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თემურ აჰიბა.
ბჟანია რუსეთის დედაქალაქში ვიზიტით 9 ნოემბერსაც იმყოფებოდა. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.