ბჟანია ისევ აპირებს აფხაზეთის „პრეზიდენტად“ კენჭისყრას

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი ასლან ბჟანია ისევ აპირებს „პრეზიდენტად“ კენჭისყრას.
ს სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბჟანია ამბობს, რომ „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მონაწილეობას „აუცილებლად მიიღებს“ და თავის კანდიდატურას დააყენებს.
ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა „სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია არ მისულა „დაუბრუნებელ წერტილამდე“.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 19 ნოემბერს დატოვა ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გადადგომის შემდეგ ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.
საპროტესტო გამოსვლების გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდებოდა დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაცია იყო, თუმცა მიუხედვად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობებში შეიჭრნენ.
18 ნოემბერს დაიწყო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელიც 19 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა. ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა, ოპოზიციამ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. თარიღს დე ფაქტო პარლამენტი განსაზღვრავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?