ბჟანია აცხადებს, რომ გადადგება თუ ოპოზიცია სამთავრობო შენობებს დატოვებს

ს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება.
არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში არ მოექცა, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობს, მათ უნდა დატოვონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო და გადავდგე. ვიცე პრეზიდენტი დაიწყებს ქვეყნის მართვას. მე კი მზად ვარ მივიდე არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხალხმა თქვას, ვის დაუჭერენ მხარს. დაე, სიმართლე იყოს ხალხის ნების შედეგი. სხვაზე არაფერზეა საუბარი. გმადლობთ ყურადღებისთვის,” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, იქამდე, 15 ნოემბრის პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა.”პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან.
მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.