ბჟანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის შესახებ.
“ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.
გარდა ამისა, მონაწილეები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაშიც.
აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები “ხალხს წინააღმდეგობას არ უწევენ.”
ცოტა ხნის წინ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკებები პროტესტის მონაწილეებთან, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ გადასცემდნენ დე ფაქტო პრეზიდენტს ხალხის მოთხოვნებს.