ბჟანიამ ფაშინიანის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაგმო

ოკუპირებული ს მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სომხეთის პრეზიდენტის, ს მიერ საქართველოს ერთიანობისა და სახელმწიფოობრიობის უპირობო მხარდაჭარის შესახებ განცხადება გაავრცელა.
“სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული, ავრცელებს განცხადებას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის არჩეულ გზას – დამოუკიდებელ ქვეყნად განვითარებას ეწინააღმდეგება. ბოლო განცხადებებში, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპირობოდ მხარი დაუჭირა “საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობას”, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს
საჭიროდ მივიჩნევთ, ფაშინიანს შევახსენოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს სომეხ ხალხს, რომელთაგან ზოგიერთმა წარსულში მომხდარი ტრაგიკული მოვლნებისგან ხსნა აფხაზეთში იპოვა. დღეს სომხური საზოგადოება აფხაზეთში წარმოდგენილია როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში, სომხურ ენასა და კულტურას მხარს უჭერს სახელმწიფო, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტრუქტურები კი თავისუფლად ფუნქციონირებენ”. – წერია ბჟანიას განცხადებაში.
ამასთან, ბჟანიამ აღნიშნა, რომ “სომხებს აფხაზეთში აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოს ჩამოშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გაძევების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ”.
გარდა ამისა, მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, “არც სომხეთი და არც მისი პრემიერი მიერ მხარდაჭერილი საქართველო არ შეესაბამებიან ფაშინიანის განცხადებაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს”.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სომხური წარმოშობის მარიონეტმა დეპუტატებმა აშოტ მინოსიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა, ერიკ რშტუნიმ და ლევონ გალუსტიანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ფაშინიანის სიტყვები “მათი სამშობლოს, აფხაზეთის მიმართ დემარშად” მოიხსენიეს.