ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის “კანონს” ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა “პრეზიდენტმა” ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ “კანონს”, რომლითაც ბიჭვინთის აგარაკები რუსეთს გადაეცა, ხელი მოაწერა.
შესაბამისად, “კანონი” ძალაში შევიდა.
ე.წ. პარლამენტის ე.წ-მა დეპუტატებმა 180 ჰექტარზე მეტი ტერიტორია პუტინს დილის 6 საათზე ჩატარებულ “საგანგებო სხდომაზე” დაუმტკიცეს. პროცესს 35-დან 28 “დეპუტატი” ესწრებოდა, საიდანაც 25-მა მარიონეტმა “გადაწყვეტილებას” მხარი დაუჭირა.