ბჟანიამ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ „მინისტრის” მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.
ინალ არძინბა, რომელიც ს ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, დე ფაქტო მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დანიშნეს. მანამდე არძინბა ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.