აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა გაათავისუფლა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ბჟანიამ შესაბამის „ბრძანებას“ ხელი დღეს, 7 მაისს მოაწერა. გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ბჟანიამ „მინისტრის” მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.
ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია, დე ფაქტო მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დანიშნეს. მანამდე არძინბა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა.