ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის” სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას -ს ავრცელებს.
„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.
ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება” , – ნათქვამია ინფორმაციაში.