ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული 4 მოქალაქე დამწვრობებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი – დავით სუხიშვილი

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი, დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა, დავით სუხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასროლეთში აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
„ამ დროისთვის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ რამ გამოიწვია აფეთქება.
რაც შეეხება 112-იდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე სასროლეთში აფეთქებასთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე დროულად გამოცხადდა. შემთხვევის ადგილიდან მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე, აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა სუხიშვილმა.