ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქებისას დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სამი დაშავებული დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი მამაკაციდან ერთი რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული