ბოჭორიშვილი: ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა აღიაროს ჩვენი სიმართლე

ასე გაცნობიერების და გაგების დონეზე ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, რა ხდება ჩვენ გარშემო და სად არის საქართველო. თუმცა მე ესეც მესმის, რომ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა დაიცვას, ასე ვთქვათ, ჩვენი პოზიციები ან აღიაროს ჩვენი სიმართლე… რთულია, ძალიან რთული გასაკეთებელია.

არის, ახლა ჩვენ ვხედავთ, ერთი კონკრეტული ქვეყანა, რომელსაც არ უჭირს ამის გაკეთება და არ უჭირს იყოს კონფლიქტურ სიტუაციაში, მოდით ასე ვთქვათ, ბრიუსელთან. იმიტომ, რომ ბრიუსელთან კონფლიქტს მოჰყვება გარკვეული, ასე ვთქვათ, სასჯელები, მოდით ასე ვთქვათ. იგივე ფინანსური, რაღაც ფონდებზე წვდომის შეზღუდვა და ა.შ. რაც უნგრეთის შემთხვევაში ხორციელდება. და უნგრეთი არ იყო ერთადერთი ქვეყანა სხვა შემთხვევაშიც, სხვადასხვა მიზეზებით განხორციელებულა ბრიუსელის, ასე ვთქვათ, სანქციების მექანიზმის ამუშავება, რომ არ მოგცემენ შენ ამ ფონდს, შეგიჩერებთ წვდომას და საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ძალიან რთულია, მოსთხოვო ასეთი ერთგული მხარდაჭერა ვინმეს, რომ დაიზიანოს საკუთარი ინტერესები.

აქაც ისინი სიჩუმეს თუ არჩევენ, არჩევენ ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ესეც ერთგვარად გასაგებია, როდესაც ეს ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს დაცვის ინტერესი ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის თუ პოლიტიკოსებისთვის… საქმე იმაშია, რომ გაცნობიერებული ძალიან ბევრს აქვს, რომ ეს დამოკიდებულება არ არის სამართლიანი საქართველოსთან მიმართებაში. ის, ასე ვთქვათ, ბერკეტები, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან მიმართებაში, ასევე უსამართლოა, თქვა მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი