“ბოჭორიშვილი მიშისტი იყო, 2018 წელსაც ბრიუსელში “ოცნებას ” ლანძღავდა” – სამადაშვილი

პოლიტიკოსი, , მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას ე.წ. წულუკიანის სხდომაზე ეხმაურება და წერს:
ძალიან სასაცილოა, ნაც მოძრაობის ორი ყოფილი აქტიური მხარდამჭერის, მათ დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბატონი მიქანაძის და ქალბატონი ბოჭორიშვილის მოსმენა დღეს, წულუკიანის ცირკში.
ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო გამწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად.
მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი ‘მიშისტი' იყო.
2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფრსკულისკენ მიდის, ქართულ ოცნებასაც კარგად ლანძღავდა.
მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი ‘შმოტკა' დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ ქოცები ქვეყანას კი არ ანგრევენ და მის გადარჩენას ცდილობენ.
რა ქნას, საგარეოს ანგარიშების გარდა არაფერი აქვს წაკითხული ცხოვრებაში, სჯერა, რომ სულ ქოცების იქნება საქართველო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა