“ანა ნაცვლიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა? შენ რომ აყენებ ადამიანებს შეურაცხყოფას, მაგაზე თუ იხდი ბოდიშს?” – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას პარლამენტის დერეფანში. მას ჟურნალისტებმა კითხვა ბექა ოდიშარიას უხამს გამონათქვამებზე დაუსვეს.
“მაკა ბოჭორიშვილი, ქალი დეპუტატი ამართლებს იმ შეურაცხყოფას, რაც მოვისმინეთ ბექა ოდიშარიას მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პარტია ებრძვის ქალებს და ცდილობს, რომ ქალები განდევნოს პოლიტიკიდანაც, ეკონომიკიდანაც და ქვეყნიდანაც. მაკა ბოჭორიშვილის პასუხი რეალურად არის ივანიშვილის პარტიის პასუხი, რომ ისინი იზიარებენ იმ სიტყვებს, რაც წარმოთქვა პლენარულ სხდომათა დარბაზში ბექა ოდიშარიამ”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ თქვა – “დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი […] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი”.