ბოჭორიშვილი -ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო

26 მარტს -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყობის ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა “მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით”.
“მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.
ყურადღება გამახვილდა “შუა დერეფანზე” და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.
ასევე, განხილულ იქნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი საქართველოში 23 მარტს ჩამოვიდა.
26 მარტს ის ასევე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.