ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ირწმუნება, რომ “არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით”.
ამ განცხადებით ის გამოეხმაურა ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
ბოჭორიშვილის მტკიცებით, გადაწყვეტილება “მოქალაქეების საარჩევნო უფლების, დემოკრატიის პრინციპებისა და ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად” მიიღეს.




