ბოტსვანაში მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი იპოვეს

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ალმასი ბოტსვანაში, კანადური კომპანია Lucara Diamond-ის საბადოში 22 აგვისტოს იპოვეს.
2 492 კარატიანი ბრილიანტი მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში რეკორდული, 3 106 კარატიანი ბრილიანტის აღმოჩენიდან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ იპოვეს. 1905 წელს აღმოჩენილი ძვირფასი ქვა მაშინ 9 ბრილიანტად დაჭრეს, რომელთა დიდი ნაწილიც ბრიტანელ მონარქთა სამკაულებში გადანაწილდა.
Lucara-ს ინფორმაციით, ალმასი ბოტსვანას ჩრდილო-აღმოსავლეთით, საბადო “Karowe Diamond Mine”-ში X-ray ტექნოლოგიით აღმოაჩინეს. კომპანია ძვირფასი ქვის ღირებულებას არ ასაჯაროებს.
GlobalData-ს ინფორმაციით, ბოტსვანა ალმასების მოპოვებით მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა. 2023 წელს ბრილიანტის გლობალური წარმოების 20% სწორედ ბოტსვანაში იყო ნაპოვნი.
წყარო: bm.ge