ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა კოალიციის ინიციატივა წარადგინა, რომლის თანახმადაც, ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი და 50 თეთრი.
როგორც ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რათა მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი განვითარდეს.
“გამოვდივართ ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ მოისმინა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – 2 ლარი და 30 თეთრი და რაც შეეხება საფერავს, უნდა იყოს მინიმალური 3 ლარი და 50 თეთრი. ჩვენ ამ ინიციატივით შევალთ აბსოლუტურად ყველა მევენახის ოჯახში და ყველა მევენახეს გავაგებინებთ თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი? იმიტომ, რომ სწორედაც ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რათა განვითარდეს მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი.
რუმინეთი არის სულ ბოლო ქვეყანა, რომელიც 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, მხოლოდ რუმინეთთან მიმართებაში ევროკავშირმა უკვე 400 მილიონი ევრო დახარჯა. არა იმაში, როგორც ივანიშვილი მაფიოზურად აკეთებს, ისევ საკუთარ ჯიბეში უშვებს იმ სუბსიდიას, 20 თეთრს სამათხოვროდ უხდის ქვეყნის მოსახლეობას, არა ისე რომ ქარხნებს აძლევს, არამედ ევროკავშირის მიზანი არის, რომ განავითაროს ადგილობრივი მცირე საოჯახო მარნები, სწორედ ამ მიმართულებით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა თანხა და ყველა ინიციატივა, რომელიც იქნება სოფლის მეურნეობისკენ მიმართული, სწორედ ევროკავშირის წესების შესაბამისად იქნება და ეს იქნება მიმართული მცირე მეღვინეობის, მცირე მარნების განსავითარებლად, რათა მევენახე არ იყოს დამოკიდებული ქარხანაზე თუ როდის გადმოუგდებს ივანიშვილი მათ ერთობლივად გროშებს და როდის მიიღებს ის ელემენტარულ შემოსავალს, რომელიც იმ ხარჯსაც კი ვერ ასწორებს, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს გაწეული”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.