1 და 2 ნოემბერს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბოტანიკურ ბაღში ფერადი და სურნელოვანი ”ყვავილების გამოფენა” გელოდებათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.
ასევე გელოდებათ:
· თიხით ძერწვის მასტერკლასი
· ეკოსაგანამნანათლებლო აქტივობები
· ეპოქსიდით შექმნილი თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა
· საშემოდგომო გვირგვინების მასტერკლასი
· ყვავილების გადარგვისა და მოვლის მასტერკლასი
რა თქმა უნდა, განწყობის ასამაღლებლად გელოდებათ ცხელი გლინტვაინი, ნაკვერჩხალზე მოხალული წაბლი და სასიამოვნო გარემო.



