ბოსტვანაში არჩევნები წააგო პარტიამ, რომელიც 58 წელი იყო ხელისუფლებაში

ბოსტვანაში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეულია ხელისუფლებაში, იტყობინება „როიტერსი“.
მოქმედმა პრეზიდენტმა [გარეკანის ფოტოზე] უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ ხვალიდან ხელისუფლების გადაცემას დაიწყებს, მისი პარტია კი ერთგული ოპოზიცია გახდება და ახალ პრეზიდენტს, თუ დასჭირდება, ყველანაირ რჩევას მისცემს.
არჩევნებში გამარჯვება კოალიციის წევრმა, დუმა ბოკომ მოიპოვა. მმართველი ძალის დამარცხებას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან.
„ბოსტვანის დემოკრატიული პარტია“ ქვეყანას 1966 წლიდან მართავდა – მას შემდეგ, რაც იგი დამოუკიდებელი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო სიმონია: ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე… 2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს