ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი ნენად ნესიჩი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის სახელმწიფო პროკურატურის ცნობით, უშიშროების მინისტრი, ნენად ნესიჩი და სხვა ექვსი პირი ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ფულის გათეთრების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროკურატურა და ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანიაში „სერბთა რესპუბლიკის გზები“ სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებდა, სადაც 2016-2020 წლებში ნესიჩს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.
უშიშროების მინისტრთან, ნენად ნესიჩთან ერთად კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი, მილან დაკიჩიც დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს