ბოსნიამ იტალიას მოუგო – მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ

მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფების ფინალები ჩატარდა.
ბოსნიამ სახლში იტალია დაამარცხა – სტუმრები მეკარე ვასილის შეცდომის შედეგად კინმა დააწინაურა. 42-ე წუთზე მამიჩზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ბასტონი გააძევა და იტალია რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 79-ე წუთზე ტაბაკოვიჩმა თანაფარდობა აღადგინა. ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი ბოსნიამ 4:1 გაიმარჯვა.
“სკუადრა აძურა” ზედიზედ მესამედ ვერ იასპარეზებს მუნდიალზე.
ჩეხეთმა საკუთარ მოედანზე თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:1 სძლია დანიას და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
თურქეთმა აკტიურკოღლუს გოლით 1:0 მოუგო კოსოვოს და 2002 წლის შემდეგ პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე – მაშინ მესამე ადგილი დაიკავა.
შვედეთმა სახლში 3:2 მოუგო პოლონეთს – გამარჯვების გოლი შეხვედრის დასასრულს დიოკერეშმა გაიტანა. მან უკრაინასთან ნახევარფინალში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ზინიცა. „ბილინო პოლე“
ბოსნია და ჰერცეგოვინა – იტალია პენ 4:1 (ძირ. და დამ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 კინი (15), 1:1 ტაბაკოვიჩი (79)
გაძევება: ბასტონი (42, იტალია)
.“ეპეტ არენა“
ჩეხეთი – პენ 3:1 (ძირ. დრო 1:1, დამ. დრო 2:2 )
გოლები: 1:0 შულცი (3), 1:1 ანდერსენი (72), 2:1 კრეიჩი (100), 2:2 ჰეგი (111)
პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო – თურქეთი 0:1
გოლი: აკტიურკოღლუ (53)
სოლნა. „სტრობერი არენა“
შვედეთი – პოლონეთი 3:2
გოლები: 1:0 ელანგა (19), 1:1 ზალევსკი (33), 2:1 ლაგერბილკე (44), 2:2 სვიდერსკი (55), 3:2 დიოკერეში (88)